1. პლატფორმის დანიშნულება
Dento.ge წარმოადგენს B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) საინფორმაციო და ფასების აგრეგაციის პლატფორმას, რომელიც აკავშირებს სტომატოლოგიურ კლინიკებსა და ექიმებს ავტორიზებულ მომწოდებლებთან და დისტრიბუტორებთან საქართველოს მასშტაბით.
პლატფორმა არ არის ონლაინ მაღაზია საბანკო გადახდებით. პლატფორმის მეშვეობით ხდება სასურველი პროდუქციის შერჩევა და ოფიციალური ფასის მოთხოვნის (Quote Request) უფასოდ გაგზავნა.
2. ფასის მოთხოვნა და უფასო მომსახურება
- პლატფორმის კატალოგით სარგებლობა და ფასის მოთხოვნის გაგზავნა არის სრულიად უფასო;
- ფასის მოთხოვნის გაგზავნა არ წარმოშობს მომხმარებლისთვის შესყიდვის სავალდებულო იურიდიულ ვალდებულებას;
- მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური და მოქმედი საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი და ელ-ფოსტა).
3. ფასები, ვალუტა და სიზუსტე
კატალოგში წარმოდგენილი ფასები (მათ შორის უცხოურ ვალუტაში მითითებული ან ეროვნულ ბანკის კურსით გადაყვანილი ეკვივალენტები) ატარებს საორიენტაციო ხასიათს. საბოლოო, დაზუსტებული ფასები, მიწოდების პირობები და საგარანტიო პერიოდები მომხმარებელს მიეწოდება ინდივიდუალურ შეთავაზებაში უშუალოდ მომწოდებლის მიერ.
4. პროდუქციის ხარისხი და გარანტია
პლატფორმაზე განთავსებულ პროდუქციაზე, მის ხარისხზე, სერტიფიკატებზე, საგარანტიო და სერვისულ მომსახურებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის პარტნიორ მომწოდებელს / დისტრიბუტორს.
5. ინტელექტუალური საკუთრება
პლატფორმის დიზაინი, ლოგო, კოდი და მონაცემთა ბაზა წარმოადგენს Dento.ge-ს ინტელექტუალურ საკუთრებას. პროდუქტების სავაჭრო ნიშნები, ლოგოები და საავტორო სურათები ეკუთვნით მათ კანონიერ მფლობელებს.
6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
Dento.ge არ არის პასუხისმგებელი მხარეებს (კლინიკასა და მომწოდებელს) შორის შემდგომში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების პირობებზე, ანგარიშსწორებაზე ან მიწოდების შეფერხებებზე, თუმცა მაქსიმალურად უწყობს ხელს კეთილსინდისიერ და გამჭვირვალე კომუნიკაციას.
7. რეკვიზიტები და კონტაქტი
Dento.ge — სტომატოლოგიური პლატფორმა საქართველოში.
შპს კავკასუს მედიქალ იმპორტი
საიდენტიფიკაციო კოდი (ს/კ): 436061057
მისამართი: თბილისი, პეკინის გამზ. 41
ელ-ფოსტა: hello@dento.ge